ინიესტა გამოჯანმრთელდა

AutoSharing Option

ჰონდურასთან მატჩი ანდრეს ინიესტამ პირველ ტურში მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა. ახლა ესპანეთში ყველას აღელვებს, შეძლებს კი ნახევარმცველი H ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრისთვის, ჩილეს ნაკრებთან დაპირისპირებისთვის გამოჯანმრთელებას თუ ვერა. გუშინ პოჩეპსტროომში, ესპანეთის ნაკრების დროებით ბაზაზე ანდრესმა სრული დატვირთვით ივარჯიშა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

ესპანელი ჟურნალისტების თქმით, "ბარსელონას" ვარსკვლავს ვარჯიშისას ძველი ტრავმის ნასახიც არ ეტყობოდა და მას ერთხელაც არ დაუჩივლია ტრავმის გამო. რაც იმას ნიშნავს, რომ პარასკევს ინიესტას "ფურია როხას" შემადგენლობაში ვიხილავთ. საინტერესოა, ამ შემთხვევაში ვის მოუწევს ძირითადიდან ამოვ

არდნა. სხვათა შორის, ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ ჰონდურასთან ნათამაშებ ფეხბურთელებს, მათ დასვენება გამოუწერეს, იკერ კასილიასის გარდა. მცირე ტრავმა აწუხებს სერხიო რამოსს, ამიტომაც ის ფიზიოთერაპიის კურსს გადის, თუმცა "როხას" მარჯვენა მცველი ჩილესთან თამაშს შეძლებს.

ნიკოლოზ ნეფარიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული